სადამრიგებლო საათი, ეს არის კლასის დამრიგებლის უშუალო ურთიერთობის დრო თავის აღსაზრდელებთან. კლასის საათზე დამრიგებელი თავის მოსწავლეებთან ერთად განიხილიხავს ყველა მნიშვნელოვან საკითხებს და ასევე ზრუნავს მათ პიროვნულ და მორალურ აღზრდა-განვითარებაზე. სწორედ კლასის საათზე ხდება მოსწავლეებში ღირებულებების, ფასეულობების განსაზღვრა და ჩამოყალიბება. მნიშვნელოვანია კლასის საათების თემატიიკა შეირჩეს მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებების და მათი ინტერესების გათვალისწინებით. ჩემ სადამრიგებლო კლასში წლის განმავლობაში ყოველთვიურად გავწერე კლასის საათის თემები, ვიმედოვნებ ჩვენი შეხვედრები და საუბრები მათთვის მნიშვნელოვანი, საინტერესო და დამაფიქრებელი აღმოჩნდება.
"მოლოდინების ხე"
სექტემბრის თვის ბოლო პარასკევს ჩემ სადამრიგებლო მეათე კლასში ჩავატარე კლასის საათი თემაზე " მოლოდინების ხე". მოსწავლეებს ვთხოვე ფურცელზე დაეწერათ საკუთარი მოლოდინები შემდეგი სამი წლის განმავლობაში, როგორც საკუთარი თავის მიმართ, ასევე სკოლის მიმართ. აღნიშნული აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებს გაეაზრებინათ საკუთარი შესაძლებლობები და მეტად დაფიქრებულიყვნენ საკუთარ ინტერესებზე. საშუალო საფეხურზე გადასვლასთან ერთად მათი ინტერესებიც და ემოციებიც იზრდება, მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა გაიაზრონ საკუთარი შესაძლებლობები და განსაზღვრონ საკუთარი მომავალიც. აქტივოა ძალიან საინტერესოდ და სახალისოდაც კი წარიმართა, ზოგიერთმა მოსწავლემ ინკოგნიტოდ ისურვა დარჩენა, რამაც დიდი ინტერესი გაუჩინათ ერთმანეთისადმი. მოლოდინების წაკითხვისას ცდილობდნენ გამოეცნოთ ვინ იყო ავტორი. დასკვნის სახით შემიძლია ვთქვა, რომ ამ აქტივობამ გარკვეულწილად მეც დამანახა თუ როგორ უნდა გავაგრძელო სამომავლოდ ჩემი მუშაობა დამრიგებლობის კუთხით, ასევე ბავშვებმაც აღნიშნეს რომ აქამდე არც უფიქრიათ ამ საკითხზე და საინტერესო და დამაფიქრებელი აღმოჩნდა მათთვის ეს აქტივობა.





No comments:
Post a Comment