მიმდინარე სასწავლო წელს ჩვენს სკოლაში საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის მიერ დაიგეგმა და განხორციელდა კვირეული, რომელიც მიეძღვნა აფხაზეთის თემას. უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ საკითხს ყოველწლიურად ვეხებით და ვატარებთ სხვადასხვა ღონისძიებებს აფხაზეთის და მასთან დაკავშირებული საკითხებთან მიმართებაში. ეს არის თემა , რომელიც არ კარგავს აქტუალურობას და მით უფრო მნიშვნელოვანია მომავალი თაობის მეხსიერებაშიც მისი არსებობა. გამომდინარე იქედან, რომ ამ თაობას თვალითაც არ უნახავს აფხაზეთი და მხოლოდ ზეპირი გადმოცემების საფუძველზე აქვთ ცოდნა იმ ტრაგიკულ ისტორიულ პროცესებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის უახლოესი ისტორიის განუყოფელი და ტკივილიანი ნაწილია. შესაბამისად ჩვენი კვირეული უმთავრესი მიზანი გახლავთ მოსწვალეთა ინფორმირება და მათი აქტიური ჩართულობა ამ მოვლენების დეტალურად გაცნობა-გააზრების პროცესში.
წლევანდელი კვირეული მოიცავდა რამოდენიმე აქტივობას:
აფხაზეთის
კვირეული
„ვნახეთ
სრუტე ბოსფორის, ვნახეთ პირამიდები, და არასდროს გვინახავს აფონი და ეშერა“
ორშაბათი
საინფორმაციო პრეზენტაციები კლასებში.
სამშაბათი
მოსწავლეთა ნახატების გამოფენა „ჩემი თვალით დანახული
აფხაზეთი“.
ოთხშაბათი
დაწყებითი კლასის ინფორმირება აფხაზეთის შესახებ
ხუთშაბათი-შეხვედრა სტუმართან
დღის წესრიგი
1.
მისალმება.
2.
სტუმრის წარდგენა-ბაქარ ნადარაია.
3.
სტუმრის მოხსენება-ბატონი გიორგი არქანია.
თემა: “ქართულ-აფხაზური კონფლიქტის
დარეგულირების საკითხები 1990-91 წლებში“.
4.
მსმენელთა შეკითხვები სტუმარს.
5.
შეჯამება
პარასკევი
დღის წესრიგი
I სესია-კონფერენცია:
თემა „აფხაზეთი“
1.
მომხსენებელი: ლიზი კალმახელიძე- X ბ კლასი
თემა: „აფხაზეთის საკითხი საბჭოთა კავშირის
პერიოდში“
2.
მომხსენებელი: თინათინ მინდორაშვილი -X ბ კლასი
თემა: „ეროვნული მოძრაობა აფხაზეთში“
3.
მომხსენებელი: მარიამ მაისურაძე/გიორგი გაბრავა -X დ კლასი
თემა: „ლიხნის კრება“
4.
მომხსენებელი: ნატალი ნატროშვილი -XII ა კლასი
თემა: პირველი პრეზიდენტის როლი ქართულ-აფხაზური
კონფლიქტის დარეგულირებაში“
5.
მომხსენებლი: ელენე ჩიხაშვილი/ელენე დოლაქიძე/ქეთევან
ქოქოშვილი- XI ა
კლასი
თემა: „აფხაზეთის სტატუსი დამოუკიდებელ საქართველოში“.
II სესია - ესეების წაკითხვა
1.
მარიამ რატიანი
2.
ნია ვარდიაშვილი
3.
მარიამ ლილუაშვილი
4.
სოფო კაჭარავა
5.
ანა ბიჭაშვილი
დასკვნითი ნაწილი სიმღერა აფხაზეთზე -ბარბარე შანყულაშვილი /VII გ კლასი.
ბუნებრივია მეც და ჩემი მოსწავლეებიც აქტიურად ჩავერთეთ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში. მათ მონაწილეობა მიიღეს როგორც ნახატების გამოფენაში, ასევე კონფერენციაში და ესეების კონკურსში.
ნახატები შექმნეს მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა
მარიამ რატიანი IX ბ მარიამ ადუაშვილი-IX ბ
ნინი შითნიშვილი IX ბ გვანცა ბასილაშვილი X ა





No comments:
Post a Comment